25 სექტემბერი 2022,   09:05
ვრცლად
​ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების მნიშვნელობას.

"მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ჩემს მეგობარ ნიკოლ ფაშინიანს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას. ამ ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას წვლილი შეაქვს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაში,"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.



დღის ამბები