06 ოქტომბერი 2022,   12:25
ვრცლად
თემურ ალასანია, რომელსაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე კითხვებზე უნდა ეპასუხა, სასამართლოში არ გამოცხადდა

თემურ ალასანია საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. მას გამოძიების კითხვებისთვის მაგისტრი მოსამართლის წინაშე, კიდეც ერთი საქმის ფარგლებში უნდა ეპასუხა.

საუბარია თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე. როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ბიძა ქვეყანაში არ იმყოფება, სხდომაზე კი ამის შესახებ ონლაინ რეჟიმში მისი ინტერესების დამცველი ისაუბრებს.

"საქმე ეხლება 2012 წლამდე, ხელოვნურად შექმნილი სამართლებრივი პრობლემის მოგვარებისა და იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დარეგულირების სანაცვლოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენისგან, მილიონი დოლარის მოტყუებით დაუფლების და ამ თანხის, შესაძლო გათეთრების ფაქტს. სწორედ ამ საქმეზე იყო დაბარებული თეიმურაზ ალასანია გამოკითხვაზე 20 დეკემბერს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა. ჩვენ კი სასამართლოს ამის შემდეგ მაგისტრი სასამართლოს შუამდგომლობით, მის დაკითხვაზე მივმართეთ, რომელი შუამდგომლობაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღევანდელ სხდომაზე კი, სადაც ის მოწმის სახით უნდა გამოკითხულიყო, არ გამოცხადდა სასამართლო დარბაზში,"- აცხადებს პროკურორი მიშა სადრაძე.

თემურ ალასანია სამი დღის წინ გამოიკითხა. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება ეხებოდა 2018 წელს, უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება.

დღის ამბები