06 ოქტომბერი 2022,   10:57
ვრცლად
ვაზისუბანში 20-მდე ევაკუირებული ოჯახი საკუთარ სახლებს უბრუნდება - რა დასკვნა გამქოაქვეყნეს თბილისის ლაბორატორიის ექსპერტებმა

აფეთქებას გადარჩენილი კორპუსი საცხოვრებლად საშიში არ არის. სპეციალისტებმა მუშაობა ვაზისუბანში უკვე დაასრულეს. შესაბამისი დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 9 სართულიანი კორპუსის მხოლოდ ორი სართული ჩამოინგრა. საცხოვრებელ სახლში უკვე დაწყებულია ოჯახების დაბრუნება.

კვაჭანტირაძის ქუჩის მცხოვრებლები, "კურიერთან" გუშინდელი ღამის დეტალებს იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების ხმა, საღამოს 10 საათზე გაიგეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, პირველი ორი სართულის ფანჯრები და კედლები დაზიანებული დახვდათ. დაზიანდა ეზოში მდგომი ავტომობილებიც. ადგილობრივები აფეთქების ერთადერთ მიზეზს, ბუნებრივი აირის დაგროვებას ასახელებენ.

აფეთქების შედეგად, სხეულის დამწვრობა ხუთმა ადამიანმა მიიღო. ნაწილი მათგანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში განაგრძობს. ნაწილი კი, უკვე ბინაზე გაიწერა. ამ დრომდე მძიმეა ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სხეულის 60%-იანი დამწვრობით, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

აფეთქების მიზეზს, საგამოძიებო უწყება სწავლობს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოკვლევას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით განაგრძობს, რაც გაზის ან ნავთობ-პროფუდტების ობიექტზე, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები