06 ოქტომბერი 2022,   11:00
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა გარდაბანში - ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა მამაკაცი უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თავდასხმის მოტივი უცნობია. 

დღის ამბები