09 დეკემბერი 2022,   12:06
ვრცლად
ფრანები და საქართველოს ჰიმნი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან - ყოფილ პრეზიდენტს მხარდამჭერებმა დაბადების დღე მიულოცეს

ფრანები და საქართველოს ჰიმნი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან. ასე მიულოცეს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღე. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კლინიკასთან გვიან ღამით შეიკრიბნენ. აქტივისტებს ყოფილმა პრეზიდენტმა ფანჯრიდან თავადაც მიმართა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისთვის დაბადების დღის მისალოცად გორში ჩავიდა მისი ძმა, დავით სააკაშვილი. 

"მართლა ძალიან რთულია, როცა ასე მიწევს დაბადების დღის მოლოცვა , მაგრამ  ვხედავთ, რომ ჩვენ ვართ მიშასთან და მიშა არის ხალხთან,“- ამბობს დავით სააკაშვილი.  

დღის ამბები