17 აგვისტო 2022,   17:16
ვრცლად
რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმე - "კურიერისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი

დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა რამაზ გერლიანის ადვოკატების და ოჯახის მოთხოვნას, საქმის გადაბარების თაობაზე, ჯერჯერობით, უცნობია. ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან გამოძიების ბევრად ეფექტურად წარმართვის იმედი აქვს. 

"მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიქვემდებაროს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და მათი მხრიდან მოხდეს გამოძიება რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ის, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, ამასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრე და აღარ განვმეორდები. მოხდება საქმის გადმოგზავნა და გენერალური პროკურატურის მიერ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მაქვს პროკურატურის იმედი, რომ ბევრად უფრო ხარისხიანად და ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება,"-აცხადებს ადვოკატი.

ამასთან, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება - ირკვევა, რომ დასახელებულ პირს, გიორგი გოგნიაშვილს ავჭალის პოლიციასთან კავშირი არ აქვს. გიორგი გოგნიაშვილი უკვე მესამე დღეა არც კამერებთან ჩნდება და არც ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. "კურიერი" დღეს მის საცხოვრებელ სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა კარი არავინ გააღო. მეზობლები ამბობენ, რომ პირი ნამდვილად პოლიციის თანამშრომელია, თუმცა, ავჭალის პოლიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები