30 სექტემბერი 2022,   04:46
ვრცლად
მკვლელობა ვარკეთილში - ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა  

მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკდვილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ფეხმიმე ქალს ერთი წლის შვილი ჰყავდა.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი დანაშაულის ადგილზე მუშაობს  და დამატებით დეტალებს "კურიერის" 9 საათიან გამოშვებაში მოგიყვებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები