25 სექტემბერი 2022,   08:42
ვრცლად
არსებული კრიზისის დაძლევის შანსს ვერ ვხედავ ვერანაირი მოლაპარაკებით - ზურაბ ჯაფარიძე

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელმაც თქვა, რომ სკეპტიკურად უყურებს დღეს არსებული პრობლემის დროულად მოგვარებას ამ პროცესის დახმარებით.

"ამ ქვეყნის უახლოესი წარსულის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია და ერის კონსოლიდაციაც, მაგრამ არსებული კრიზისის დაძლევის სხვა შანსს ვერ ვხედავ ვერანაირი მოლაპარაკებით. 

მანამ, სანამ "ქართულ ოცნებას" არ აქვს შესრულებული ის ,რაზეც სულ რაღაც 8 თვის წინ შეთანხმდა მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მანამდე ახალ მოლაპარაკებაზე საუბარი, უბრალოდ სისულელე და უტვინობა მგონია ნებისმიერის მხრიდან,"- აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

 

დღის ამბები