09 დეკემბერი 2022,   12:05
ვრცლად
"მოსალოცად წავიდნენ ბიჭები სალოცავში, იქიდან წაუყვანიათ..." - ოკუპანტებმა საქართველოს 4 მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

გატაცებული 4 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანა, მათ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. რუსმა სამხედროებმა მოქალაქეები სოფელ აძვთან დააკავეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, როდესაც საქართველოს ოთხი მოქალაქე სალოცავში წავიდა, რომელიც ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს :

"წუხელ მომხდარა ეს ყველაფერი, ქეიფობდნენ ბიჭები, წასულან სალოცავში მოსალოცად. პირველი შემთხვევა არ არის, ასეთი რამე რომ მოხდა. სალოცავის ტერიტორიიდან წაუყვანიათ, იმ ტერიტორიას რუსები აკონტროლებენ," - ამბობს გატაცებული გიორგი მარკოზაშვილის ძმა, რობერტ მარკოზაშვილი. 

შვილის გატაცების შესახებ დღეს შეიტყო ავთანდილ თომაშვილის დედამ, ნუნუ ცუცქირიძემაც. მას თანასოფლელებმა უთხრეს, რომ თომაშვილი, მეგობრებთან ერთად, ოკუპანტებმა სალოცავიდან წაიყვანეს. 

მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

დღის ამბები