30 სექტემბერი 2022,   13:52
ვრცლად
მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისაკენ და იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რაც, შესაძლოა, მძიმე სცენარის შემთხვევაში საქართველოში განვითარდეს:

"ვაქცინების დაცვის მაჩვენებელი ინფიცირებულობაზე შემცირებულია. მაგრამ 2 დოზის შემთხვევაში, 70% ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი, თითქმის ყველა ვაქცინას შენარჩუნებული აქვს. მაგრამ განსაკუთრებით Pfizer-ის ვაქცინას, რაც კვლევებით დასტურდება.

ჩვენ, სამწუხაროდ, მილიონზე მეტი მოქალაქე გყვავს, რომელსაც არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც ინფექცია აქვს გადატანილი. ამიტომ, სახიფათოა, თუ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, როგორიც არის ვაქცინაცია, ბუსტერ დოზა და პირბადის ტარება. ბუსტერული, მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

დღის ამბები