06 ოქტომბერი 2022,   11:07
ვრცლად
ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე - ვლადიმერ პუტინი 

მოსკოვი მეზობლებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემას არ ჩქარობს. წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა, თავი აარიდა შეკითხვას უკრაინასა თუ სხვა სახელმწიფოების ხელშეუხებლობის გარანტიებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვის არჩევანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ თავად რა გარანტიებს მიიღებს დასავლეთისგან.

კერძოდ, კრემლს სურს ნატომ აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი თქვას, განსაკუთრებით კი უკრაინის გავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "სამხედრო თუ ტექნიკური" პასუხისთვისაც მზადაა.  

უკვე ცნობილია, რომ თემაზე მოლაპარაკებები ვაშინგტონთან მომავალი წლის იანვარშივე შედგება, ბრიუსელთან მოლაპარაკებების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. კრემლს ნატოელების პასუხები არ მოსწონს, ამერიკელების მიდგომას კი საქმიანად აფასებს.

"ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ დღეს და ისტორიული პერსპექტივით რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე. ძალიან ნათელი რამ მოვითხოვეთ, რა არის ამაში უჩვეულო? ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გვსურს. ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი და ნათელი გავხადეთ, რმ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება ჩვენთვის მიუღებელია. გვითხრეს, რომ ერთი დიუმითაც არ გადმოინაცვლებდნენ აღმოსავლეთით. მოგვატყუეს, თავხედურად მოგვატყუეს და ამას გაფართოების 5 ტალღა მოაყოლეს. ახლა ამბობენ, რომ ნატოს უკრაინაც შეუერთდება, ანუ სარაკეტო სისტემები რუმინეთისა და პოლონეთის შემდეგ, იქაც განთავსდება. თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები და თან დაუყოვნებლივ, ახლავე. ამერიკელები ამბობენ, რომ მომავალი წლის დასაწყისშივე მზად არის ჟენევაში დისკუსიების დასაწყებად. წარმომადგენლები დანიშნულები არიან. დადებითი გამოხმაურებებია და იმედია, პროცესი ასეც წარიმართება,“ - ამბობს ვლადიმერ პუტინი. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები