25 სექტემბერი 2022,   08:09
ვრცლად
საქართველოში ომიკრონის კიდევ 5 შემთხვევა გამოვლინდა - ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი იანვარში დომინანტური იქნება

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" ქვეყანაში აქტიურდება. დღეს კიდევ 5 ინფიცირებული გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ იანვარში ახალი შტამი დომინანტური გახდება და დღიურად 15 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდება. 5 ახალი შემთხვევა და ათეულობით ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია. კვლევითი ცენტრი ერთეულ ფაქტებს უკვე დღითი დღითიდღე ავლენს. სპეციალისტებს დაბალი ვაქცინაციის ფონზე ვირუსის მასშტაბები აშინებთ. 

იმუნიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა მოკლე დროში ეფექტური მექანიზმების გამოყენებაზე იმსჯელა და გადაწყვეტილებებიც მიიღო. ჩინური sinopharm-ით ვაცინირებულებს დამატებით ორი დოზა pfizer-ის გაკეთება დასჭირდებათ. შემცირდა ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების ვადებიც. უკვე pfizer-სა და astrazeneca-ს შემთხვევაშიც სრული აცრიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნება კიდევ ერთი ვაქცინის გაკეთება.

​ჯანდაცვის სამინისტროში სრული მობილიზებაა. ამბობენ, რომ კლინიკური ჯგუფი და ყველა რგოლი მზადყოფნაშია. ახლა საქართველოს მასშტაბით, საწოლების 30% თავისუფალია. სამინისტროში სჯერათ, რომ დამატებითი მექანიზმის - საველე ჰოსპიტლების გამოყენება არ დასჭირდებათ. 

3 დღეში, "ომიკრონის" 29 შემთხვევა საქართვლოში. ახლა ყველა თანხმდება, რომ ე.წ. ბუსტერ დოზები აუცილებელია. 

დღის ამბები