26 სექტემბერი 2022,   23:51
ვრცლად
კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

"კახა კუჭავამ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის მიზეზს ის თავად განმარტავს. მე პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი ეს გადაწყვეტილება, მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. შესაბამისად, პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. კახა ბუნებრივია ჩვენი პარტიის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად რჩება და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები