30 სექტემბერი 2022,   03:51
ვრცლად
ჩაშლილი საშობაო არდადეგები - "ომიკრონით" დაავადებული პილოტების სიმრავლის გამო მსოფლიო მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა

ომიკრონმა მსოფლიო მასშტაბით ათასობით ავიარეისი გააუქმა - აშშ-ში საშობაო დღესასწაულებზე ათასობით ავიარეისი გაუქმდა. ავიაკომპანიებში აცხადებენ, რომ COVID-19-ის მორიგი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო პილოტები და ბორტგამცილებლები ან თავად არიან ინფიცირებულები, ან კოვიდდაავადებულებთან კონტაქტების გამო კარანტინში იმყოფებიან.

ამასთან, აშშ-ში სადღესასწაულო პერიოდია, ტრანსპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, ათობით მილიონმა ამერიკელმა შვებულება ომიკრონის გამოჩენამდე ბევრად ადრე დაგეგმა.

მსგავსი სურათი შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც. ყველაზე მეტად ომიკრონმა ჩინეთი აზარალა: უმსხვილესი ავიაკომპანიები იძულებულნი არიან ყოველდღიურად რეისების მეოთხედი გააუქმონ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში უკვე 6 ათასზე მეტი რეისი გაუქმდა. ავიაკომპანიები მგზავრებს აფრთხილებენ, რომ რეისების გრაფიკში ხარვეზები დღესასწაულების შემდეგაც გაგრძელდება.

დღის ამბები