30 სექტემბერი 2022,   03:34
ვრცლად
საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა შორის ცურვის შეჯიბრი გაიმართა

თბილისში საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა შორის ცურვის შეჯიბრი გაიმართა.

მონაწილეებს შორის ყველაზე ასაკოვანი კონკურსანტი ქალი 74 წლის იყო, ხოლო მამაკაცი 78 წლის. ისინი ერთმანეთს ცურვის ორ სახეობაში - ბრასში და კროლში შეეჯიბრნენ.

პირველ ადგილზე გასულ პირებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე - 1000 ლარის, ხოლო მესამეზე - 500 ლარის ოდენობით.

გამოვლინდა სულ 12 გამარჯვებული - 6 ქალი და 6 კაცი.

 

დღის ამბები