06 ოქტომბერი 2022,   10:31
ვრცლად
ნაძვის ხე, საახალწლო ინსტალაციები, გალა კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა - რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს

ნაძვის ხე, საახალწლო ინსტალაციები, გალა კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა. ქვეყნის მასშტაბით, წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს.

პატარების განწყობაზე სანტა კლაუსი იზრუნებს, რომელიც ბავშვებს სათამაშოებითა და ტკბილეულობით გაუმასპინძლდება. მოზრდილებს კი, საშუალება აქვთ დაესწრონ კონცერტებს, იხილონ სხვადასხვა გამოფენა და გასართობი ღონისძიება.

საახალწლო განწყობა და ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ფოიერვერკი ახალქალაქს არ გაჰკვირვებია. გასაკვირია საახალწლო ღონისძიებების მასშტაბი, რომელიც წელს მთავრობის ადმინისტრაციამ რეგიონში დააორგანიზა.

მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო ინსტალაციები, გალა კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა დღესასწაული იყო ყველასთვის და ყველა ამბობდა, რომ ეს ახალქალაქში პირველად მოხდა.

თანამედროვე შემსრულებლების კონცერტით დასრულდა დღევანდელი საახალწლო ღონისძიება საჩხერეში.

დღის განმავლობაში მოეწყო საშობაო ბაზრობა. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ სანტა კლაუსი და სხვა გმირები. ასევე დააჯილდოვეს საჩხერის საპატიო მოქალაქეებიც.

ქობულეთში სულ ცოტა ხნის წინ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. იქამდე, საბავშვო ღონისძიებებზე პატარებს საჩუქრები დაახვედრა თოვლის ბაბუამ, უფროსების განწყობაზე კი ქუჩის ბიჭებმა იზრუნეს.

დილიდან ზამთრის სოფლად გადაიქცა ხაშურის ცენტრალური პარკი. განწყობის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა თოვლმაც. დღის განმავლობაში მოეწყო საშობაო კარნავალი. გვიან ღამით კი ღონისძიებას ცოცხლის შოუ დაასრულებს.

შობა-ახალი წლის სამზადისი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ფაზაშია. რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.

დღის ამბები