25 სექტემბერი 2022,   09:06
ვრცლად
როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსის რეინციფირებისგან და რამდენად ხშირია მცირეწლოვნებში რეინფექცია

როგორ  დავიცვათ ბავშვები კორონავირუსის რეინციფირებისგან და რამდენად ხშირად ხდება მცირეწლოვნებში რეინფექცია.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგონავა "რუსთავი-2თან" საუბრისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვები მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და დავიცვათ ექიმების რეკომენდაციები. 

ექიმის განმარტებით, ზამთარში რესპირატორული ინფექციები კორონამდეც იყო და ამ პერიოდში აქტიურდებიან, თუმცა ეს არ არის საგანგაშო. მისივე თქმით, ზოგადი რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელი გახდება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შევუწყოთ ხელი.

ინფექციონისტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კორონავირუსს ბავშვების დიდ ნაწილში არ აქვს მძიმე მიმდინარეობა, თუმცა საჭიროებს მეტ ყურადღებას ვიდრე სხვა ინფექციები. განსაკუთრებით, როდესაც ტემპერატურა ხანგრძლივდება და არის ერთგვარად შეუპოვარი ცხელება. 

"ზოგადად რეინფექცია პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალ შტამებს, მათ შორის "ომიკრონს", ბევრად უფრო მაღალი რეინფექციის უნარი აქვთ ვიდრე წინა შტამებს ჰქონდათ.

"დელტას" შემთხვევაში გვქონდა რეინფიცირების შემთხვევები. იმისათვის, რომ რეინფექციის პრევენცია მოხდეს, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. 

პირველი არის ფიზიკური დისტანცირება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. 10-12 წლის ბავშვებს უკვე შეიძლება, რომ პირბადის გამოყენება ვურჩიოთ, როდესაც არიან დახურულ სივრცეში. ასევე მნიშვენელოვანია ვაქცინაციის პროცესი. ვიცით, რომ ბევრ ქვეყანაში მოზარდების ვაქცინაცია დაშვებულია. ვაქცინაციის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეინფექციის რისკები კიდევ უფრო იკლებს. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენ შევამციროთ რეინფექციის მაჩვენებელი, როგორც მოზრდილებში, ასევე მოზარდებში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა ზრდასრულ მოსახლეობაში შეამცირებს ბავშვთა რეინფექციის რისკს, ვინაიდან ბავშვები სწორედ ზრდასრულებისგან ინფიცირდებიან.

რაც შეეხება ბავშვებში პირბადის გამოყენების წესს, ბევრ ქვეყანაში პირბადის ტარების კანონი სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამიტომ 100%-ით, რომელი ასაკიდან შეიძლება პირბადის ტარება ამის თქმა რთულია. ჩემი დაკვირვებით, 12 წლის ზემოთ ბავშვებში პირბადის გამოყენება აბსოლუტურად შესაძლებელია,"- განმარტა ალექსანდრე გოგინავამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას. 

ცნობისთვის, კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები, ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფშიც ისევე, როგორც მოზრდილებში,  ხშირად ვლინდება. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გასული წლის 26 თებერვლიდან, 2021 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით, კოვიდით ხელმეორედ ინფიცირებული 7 522 შემთხვევიდან 722 არასრულწლოვანია.

დღის ამბები