25 სექტემბერი 2022,   08:10
ვრცლად
გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის 

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ნინო გოგორიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღარ არის.

ნინო გოგორიშვილი, რომელმაც თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება მიზეზად გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახელებს და განმარტავს, რომ ზეწოლის პირობებში პაციენტის მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია.

ექიმის განმარტებით, ფსიქოლოგიური ტრავმა მან სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებებისა და ბრალდებების გამო მიიღო. 

"ტრავმა მივიღე, როცა ვუყურებდი პირდაპირ ტრანსლაციას ნიკა გვარამიას ინტერვიუს სახით, როცა ის გამოვიდა ჰოსპიტლიდან და მედიას მისცა თავისი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო მიღებული ჩემგან, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც აწყობდა მას. შემდეგ რაც გაჟღერდა ნიკა გვარამიას არხით, უშუალოდ გვარამიასგან, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი,"- აცხადებს ნინო გოგორიშვილი.

დღის ამბები