06 ოქტომბერი 2022,   11:54
ვრცლად
შერიგება, თუ შეთანხმება - რა მიზანი და რა ბერკეტი აქვს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დაწყებული დიალოგების ინიციატორ პრეზიდენტს

"ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება,"- ასე განმარტავს დეპოლარიზაციის მიზნით დაწყებული კონსულტაციების ინიციატორი პროცესს, რომელიც უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს.

პრეზიდენტი თვლის, რომ დაპირისპირებული მხარეების შერიგებისთვის ძალა და ბერკეტი არ გააჩნია, თუმცა ამბობს, რომ შეთანხმებისთვის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რეალური მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა მხარეები წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმდებიან.

პარტიებს შორის შერიგების მოლოდინი არც თავად პოლიტიკურ ძალებს აქვთ. აცხადებენ, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება ეროვნულ ინტერესებზე. პოლიტიკოსების ნაწილი პრეზიდენტს იმაშიც ეთანხმება, რომ წარსულის შეფასება გაერთიანების და თანხმობის მომტანი იქნება.

შერიგების ნაცვლად შეთანხმება, რომ უფრო სწორი და შესაძლებელია, ამაზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროცესს მათი ოპონენტების პარტიული ინტერესები და პირობები უშლის ხელს.

ცნობისთვის: რამდენიმე დღეა რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გრძელდება, თუმცა როდის და რა შედეგით დასრულდება უცნობია.

დღის ამბები