30 სექტემბერი 2022,   13:37
ვრცლად
ევროპა "ომიკრონის" წითელ ზონად იქცა - რომელ ქვეყნებშია ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი და რა რეგულაციებს უპირისპირებენ ახალ შტამს  

გასულ კვირის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები 11%-ით გაიზარდა.​ კორონავირუსის ახალი ვარიანტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ევროპაში - კონტინენტის არაერთი ქვეყანა უკვე "ომიკრონის" წითელ ზონად მიიჩნევა, რის გამოც სახელმწიფოები შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებენ. მხოლოდ საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, ახალი შტამით ინფიცირების 179 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დახურული კიდევ სამი კვირის განმავლობაში დარჩება.

რთული ეპიდვითარებაა ინდოეთშიც, სადაც "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო კომენდანტის საათი დაწესდა. დაიხურება სასწავლო დაწესებულებები და სხვა საჯარო ადგილები, მათ შორის გამაჯანსაღებელი კომპლექსები და საცურაო აუზები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სადღესასწაულო პერიოდში ავიაკომპანიების თანამშრომლებისა და პილოტების ვირუსით ინფიცირების გამო ათასობით რეისი გაუქმდა. შტატებში ასევე აცახდებენ, რომ შესაძლოა შიდა საჰაერო მოგზაურთათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

2021 წლის შემაჯამებელი გზავნილი გაავრცელა გაერომ. ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, კოვიდკრიზისი კაცობრიობის გამოცდა და თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობაა, რომ 2022 წელი პანდემიის დასრულებისა და ეკონომიკის აღდგენის წლად იქცეს.

დღის ამბები