02 ოქტომბერი 2022,   04:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, პენიტენციური სამსახურის მანქანები, რომლებიც გვიან ღამით რუსთავის ციხის ტერიტორიაზე შედიან.

"კურიერის" კამერამ კი გადაიღო კადრები, თუ როგორ ტოვებს გორის ჰოსპიტლის ტერიტორიას სამხედრო პოლიციის მანქანები. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნელ-ნელა იკრიბებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. ადგილზე მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.

დღის ამბები