26 სექტემბერი 2022,   23:40
ვრცლად
"მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ" - აშშ-ს საელჩო წლის შემაჯამებელ ვიდეოს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, წლის შემაჯამებელი ვიდეო გამოაქვეყნა. მიმართვაში საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა პანდემიისგან გამოწვეულ გამოწვევებსა და აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ელჩის თქმით, 2021 წელს, შეერთებული შტატების საელჩომ, საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გააორმაგა.

"2020 წლის გამოწვევებმა ჩვენი, როგორც გლობალური საზოგადოების შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არცერთ ქვეყანას მათთან გამკლავება მარტოს არ შეუძლია. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ერთად მუშაობა, როგორც არასდროს.2021 წელს იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება. წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს. შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ. ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა-დივერსიფიკაციისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე აყვანისთვის. 2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ. ჩემი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია,"- აცხადებს კელი დეგნანი. 

დღის ამბები