06 დეკემბერი 2022,   11:24
ვრცლად
ახალ ზელანდიაში ახალი წელი უკვე დადგა - 2022 წლის შემოსვლას ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს

ახალ ზელანდიაში ახალი წელი უკვე დადგა - 2022 წლის შემოსვლას ოკლენდში გრანდიოზული ფოიერვერკით აღნიშნეს. განათებების ულამაზესი შოუ 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. დღესვე გრანდიოზული საახალწლო შოუ დაგეგმილია, ჰონგ-კონგში, ტაივანში, დუბაიში, ლონდონსა და სხვა უამრავ ქალაქში.

მანამდე ახალ წელს პირველად კირიბატზე, სამოასა და აღდგომის კუნძულზე შეხვდნენ.

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საზეიმო ღონისძიებები წელსაც კოვიდ-შეზღუდვებით გაიმართება.

ავსტრალიაში, ტრადიციულად ფეიერვერკების შოუ მოეწყობა, ლაზერების შოუა დაგეგმილი დუბაიში ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენთან; გერმანიისა და ჩეხეთის ქალაქებში კი ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იმოქმედებს; ასევე აკრძალულია ფეიერვერკების გამოყენება; ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე პანდემიის გამო წელსაც არ გაიმართება ტრადიციული ღონისძიებები, თუმცა ბოლო 4 წელიწადში პირველად დარეკავს ბიგ-ბენის ზარი; საზეიმო კონცერტი გაიმართება ნიუ-იორკში, თაიმს სქუერზეც, თუმცა მასზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებულები შეძლებენ.

ყველაზე გვიან კი 2022 წელს "ბეიკერისა და ჰოუ-ლენდის" კუნძულებზე იზეიმებენ.

დღის ამბები