06 დეკემბერი 2022,   12:14
ვრცლად
რა ფოტოებმა შემოინახა 2021 წლის მთავარი მოვლენები და ვინ რა მიზეზით მოხვდა ფოტოკოლაჟში

რა ფოტოებმა შემოინახა 2021 წლის მთავარი მოვლენები - 2021 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ბევრია, თუმცა "კურიერმა"  სამი საუკეთესო შეარჩია.

ეს არის ფოტოები, რომელთა უკან მთელი განვლილი ცხოვრება ჩანს. კადრები, რომლის მიღმაც უდიდესი ტრაგედიაა და პორტრეტი, რომელიც მომავლის იმედს აჩენს.

ყველა კადრი ჩვენს რეალობას სრული დრამატიზმით ასახავს. მაგალითად მაშველი, რომელმაც ბათუმის ნანგრევეში ცოცხალ ადამიანს მიაგნო, საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ფოტო კი, ცნობილი დათა პაპას ცხოვრების მთელი ისტორიაა.

ასევე ერთ-ერთ მთავარ ფოტოკადრად დარჩა პატარა ილია, რომელიც პანდემიის რთულ პერიოდში ხელს ონლაინ გაკვეთილზე საბძელიდან იწევს. 8 წლის ბიჭი სწავლის და შესაბამისად, მომავალი განათლებული საქართველოს სიმბოლო გახდა.

დღის ამბები