09 აგვისტო 2022,   12:29
ვრცლად
საქართველო-ყაზახეთის რეისები შეუფერხებლად სრულდება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად სრულდება.

უწყების ინფორმაციით, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

"ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.

რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს",- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ყაზახეთში მასობრივი არეულობის ფონზე, ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები