09 აგვისტო 2022,   11:33
ვრცლად
ეუთო მზად არის, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყაზახეთს პოლიტიკური რეფორმების გაგრძელებაში - ეუთოს თავმჯდომარე

ეუთო ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყაზახეთს კრიზისის დასაძლევად დახმარებას სთავაზობს.

ეუთოს თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და სწამს, ასეთი დაძაბულობის განსამუხტად ძალადობა შესაბამისი პასუხი არასდროს არის.

"სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ წესრიგის მშვიდობიანი გზით დაბრუნებისკენ და დემოკრატიული პროცესების პატივისცემისკენ," - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე.

მისი განცხადებით, დაცული უნდა იყოს თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის უფლება.

"სიტუაციის დეესკალაცია და ყველა მხარის დიალოგში ჩართვა ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტებია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. ეუთო მზად არის, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ყაზახეთს პოლიტიკური რეფორმების გაგრძელებაში ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით, მათ შორის ნურ-სულთანში ეუთოს პროგრამის ოფისის მეშვეობით," - აღნიშნული განცხადებაში.

დღის ამბები