12 აგვისტო 2022,   07:48
ვრცლად
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიამ ქვეყანაში არ შეუშვა და ვიზა გაუუქმა - მიზეზი, პირველი ჩოგანის აუცრელობაა 

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს. მას ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეასპარეზა და ქვეყანაში ოთხშაბათს ჩაფრინდა, თუმცა ავსტრალიის სასაზღვრო პოლიციამ მისი ვიზა გააუქმა. მიზეზი - კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის უგულებელყოფაა. ჯოკოვიჩი აცრილი არ იყო და ის ტურნირის ორგანიზატორებთან შეთანხმებით სავალდებულო ვაქცინაციისგანაც გაათავისუფლეს.

"ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია ვადასტურებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები ქვეყანაში შესვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მისი ვიზა გაუქმდა. უცხოელები, რომლებსაც ვიზა არ აქვთ ან მოქმედი ვიზა გაუუქმდათ, ქვეყნიდან განიდევნებიან.

ნებისმიერი მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში შესვლის წესებს.

ვადასტურებთ, რომ ბატონ ნოვაკს პირად ტელეფონზე წვდომა ჰქონდა", - წერს ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია.

დღის ამბები