09 აგვისტო 2022,   12:40
ვრცლად
სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მრევლს შობა და ნათლისღება პრეზიდენტმა მიულოცა

სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მრევლს შობა და ნათლისღება პრეზიდენტმა მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი სადღესასწაულო მსახურებას თბილისის სუბ გევორქის ტაძარში დაესწრო.

"შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში!

მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!"- წერს პრეზიდენტი.

სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში დაესწრო წირვას სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანიც. რომელმაც მრევლს დღესასწაული მიულოცა.

დღის ამბები