09 აგვისტო 2022,   11:17
ვრცლად
შეუერთდება თუ არა შალვა ნათელაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტს - "ლეიბორისტული" პარტია კუთვნილი მანდატის გამოყენებას გეგმავს

თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ "ლეიბორისტები" მეათე მოწვევის პარლამენტს შესაძლოა ყველაზე გვიან, თუმცა მაინც შეუერთდნენ. მშრომელების პარტიაში თემაზე დისკუსია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიხსნა. ბოიკოტზე უარს, როგორც ამბობენ, რამდენიმე მიზეზი აქვს, ყველაზე დიდი კი, კოლეგა ოპოზიციური პარტიების მიმართ პოლიტიკური წყენაა.

პირველად ამ თემაზე განცხადება თავად პარტიის ლიდერმა, ერთ-ერთი ტელეინტერვიუს დროს გააკეთა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების ფონზე, შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.

შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლით მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნებისთვის" არაფერი იცვლება, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ ერთი მანდატის უკან ამომრჩევლის ხმაა და ეს ყველა პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. 

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში ყველა იმ პარტიამ მიიღო, ვინც ადრე "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბებოდა. შალვა ნათელაშვილის კრიტიკას - რატომ არ დარჩა ”ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის ერთგული, პარტიაში ნაწილობრივ უპასუხოდ ტოვებენ. ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციას ახლა პარლამენტში თითოეული ხმის მობილიზება სჭირდება, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას, საკმარისი 50 ხმა კი ვერ გროვდება.

სწორედ ამ კომისიის ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ბოიკოტის რეჟიმში "ნაციონალური მოძრაობა".

პარლამენტში შესვლის შემთხვევაში დარბაზში შალვა ნათელაშვილს ყველა ის დეპუტატი დახვდება, ვისაც გადაწყვეტილების გამო ლეიბორისტების ლიდერი წარსულში მწვავედ აკრიტიკებდა. 

დღის ამბები