11 აგვისტო 2022,   07:10
ვრცლად
"ომიკრონის" შემთხვევები 24 საათში თითქმის გაორმაგდა - ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების სტატისტიკა ოფიციალურზე 5-ჯერ მეტია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ აღმავალია: 4 234 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. გაიზარდა ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა. ახალი შტამი უკვე 600 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს, ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებისა და იმუნიზაციის ტემპის შემცირების ფონზე, ვერ აკეთებენ. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ახალი შტამი აუცრელი მოქალაქეებისთვის შესაძლოა მარტივი გადასატანი არ აღმოჩნდეს.

რთული შეიძლება აღმოჩნდეს ვირუსის მუტირებული ვარიანტი ასაკოვანი, მძიმე წონის და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის.

ომიკრონის სწრაფად გავრცელების და უსიმპტომო მიმდინარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების გარდა ინფიცირების სტატისტიკა მინიმუმ 5-ჯერ მეტია.

კორონავირუსის პრევენციისთვის ვაქცინაზე უფრო ეფექტური საშუალება ჯერ არ არსებობს, ამიტომ ექიმების რჩევა უცვლელია. საქართველოში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებთან შედარებით იმუნიზაციის ტემპი მცირდება. ექიმები იმედს იტოვებენ, რომ მოქალაქეების პასიურობა საახალწლო დღესასწაულს უკავშირდება.

ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში მნიშვნელოვნად მატულობს. იზრდება როგორც გავრცელების, ისე ლეტალობის მაჩვენებლები. მეექვსე ტალღის პიკს იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში უნდა ველოდოთ.

დღის ამბები