11 აგვისტო 2022,   07:05
ვრცლად
"ვისაუბრებთ სამოქმედო გეგმებზე" - მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიორგი ბოტკოველი მივიდა

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში სააკაშვილთან მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე, პარტიის თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

"სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვისაუბრებთ პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ჩვენ დიდი პერიოდი გავიარეთ. ამ ყველაფერს განვიხილავთ და ვისაუბრებთ სამოქმედო გეგმებზე, თუ როგორ უნდა ვიაროთ, რომ მალე მოხდეს მისი გათავისუფლება," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

დღის ამბები