11 აგვისტო 2022,   06:03
ვრცლად
ყაზახეთი-საქართველოს მიმართულებით დღეს ავიარეისები არ შესრულდება - ფრენები ხვალ დილის 5 საათიდან აღდგება

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით ავიარეისები გრძელდება - უკვე ჩამოფრინდა რეისი აქტობედან, რის შემდეგაც თვითმფრინავმა მგზავრები აქტაუში წაიყვანა.

ყაზახეთი-საქართველოს მიმართულებით დღეს ავიარეისები არ შესრულდება, ფრენები ხვალიდან განახლდება. "კურიერის" ინფორმაციით, ხვალ დილის 5:10 წუთზე შესრულდება ავიაფრენა ნურსულთანი-საქართველოს მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი ხუთშაბათს არის დაგეგმილი, საიდანაც ყაზახეთის მოქალაქეები გაფრინდებიან სამშობლოში და პირიქით, ყაზახეთიდან საქართველოშიც.

რაც შეეხება დღევანდელ რეისებს, 13:30-ზე უნდა ჩამოსულიყო ყაზახეთის ქალაქ აქტობედან კიდევ ერთი რეისი, მან ნახევარი საათით დაიგვიანა. მგზავრებს შორის იყვნენ როგორც რუსები, ასევე ყაზახეთის მოქალაქეებიც.

აქტობედან თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილი ყაზახეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანას ამ მომენტში ინტერნეტი მიეწოდება, ვითარებაც სტაბილურია.

"არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, რადგან არ ვიცი როგორია რეალური სიტუაცია. ჩვენ მთავრობისგან ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით. ახლა ყაზახეთში ინტერნეტი ჩართულია, მთელს ქვეყანას მიეწოდება, ყველაფერი კარგად არის, სულ მცირე - სიტუაცია სტაბილურია," - აცხადებს ყაზახეთის მოქალაქე.

ქუთაისში კი ყაზახეთს მოქალაქეები ჩარტერული რეისის დანიშვნას ითხოვენ. ყაზახეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ ქუთაისიდან 5-6 იანვარს უნდა გაფრენილიყვნენ ყაზახეთში. ისინი ერთი თვითმფრინავის დანიშვნას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყველა ყაზახს, ვისაც სამშობლოში დაბრუნება სურს, 1 თვითმფრინავი ეყოფა.

"ჩვენ ყაზახეთის მოქალაქეები ვართ, რომლებიც 30 დეკემბერს დასასვენებლად ჩამოვედით , 6 იანვარს სამშობლოში უნდა გავფრენილიყავით. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საელჩოსთან, საქართველოში მცხოვრებ ყაზახეთის მოქალაქეებთან, რომლებიც მხარს გვიჭერენ.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, აქედან როგორმე გაგვიყვანონ. სპეციალურ ბორტს გამოგვიყოფენ, თუ ეს როგორ მოხდება, ეს უკვე ავიაკომპანიის პასუხისმგებლობაა. ყველა სხვა ავიაკომპანიამ ყველგან შეკრიბა თავისი მგზავრები და აბრუნებენ ქვეყანაში. ჩვენ რატომ არ მივყავართ? ჩვენ ხომ 1 თვითმფრინავი გვეყოფა გასაყვანად," - ამბობს ყაზახეთის მოქალაქე კალიმაშ ნუსიხბაევა.

დღის ამბები