06 დეკემბერი 2022,   11:09
ვრცლად
Nike-ისა და Adidas-ის მწარმოებელმა 752 მილიონი დოლარი დაკარგა - მიზეზი COVID პანდემიის გამო დახურული საწარმოებია

ჩინეთში COVID-19-ის გავრცელება არა მხოლოდ ადამიანებისთვის და მათი სოციალური ცხოვრებისთვის აღმოჩნდა საზიანო. პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიოს წამყვანი ბრენდებს და მათ დამფუძნებლებსაც. ასეთების სიაში აღმოჩნდა Nike-სა და adidas-ის მწარმოებლისთვის. მილიარდერის ქონება ნელ-ნელა იძირება. 

Shenzhou International-ის აღმასრულებელ დირექტორს, მა ჯიანრონგს, რომელიც Nike-სა და Adidas-ისთვის ტანსაცმელს ჩინეთის ქალაქ ნინგბოში აწარმოებდა, COVID-19-ის პანდემიის გამო ქარხნების მუშაობის შეჩერება მოუწია, რის შედეგადაც ბიზნესმენმა 752 მილიონი დოლარი დაკარგა. 

ვიდრე Shenzhou International საწარმოს შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებდა, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ნინგბოში, სადაც კომპანიის საწარმოებია განთავსებული, კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტების რაოდენობის ზრდის თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლოქდაუნი გამოაცხადა და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. აქედან გამომდინარე მიიღო სწორედ მა ჯიანრონგის კომპანიამ სპორტული ბრენდების საწარმოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება.

Shenzhou International აწარმოებს და შემდგომ ექსპორტს ახორციელებს ისეთი სპორტული ბრენდების, როგორიცაა Nike, Adidas და Uniqlo.

ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალი Forbes-ი ავრცელებს. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები