06 დეკემბერი 2022,   10:27
ვრცლად
საფრანგეთში 25 წლის ქართველი მოკლეს

საფრანგეთში ჩხოროწყუელი მამაკაცი მოკლეს. 25 წლის ალექს გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მიაყენა, შედეგად ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა. ცხედარი სამშობლოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

მკვლელობაში ბრალდებული, "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია.

დღის ამბები