06 დეკემბერი 2022,   11:19
ვრცლად
თბილისის რამდენიმე უბანს 11 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის რამდენიმე ქუჩის აბონენტებს, სხვადასხვა გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია ხვალ, 11 იანვარს დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი ჩამონათვალი, რომლის მაცხოვრებლები დროებით უშუქოდ დარჩებიან:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, მიქატაძის, ვართაგავას და სანდრო კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბესიკ გეთიას, ჯანელიძის, არსენ იყალთოელის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები