19 იანვარი 2022,   03:22
ვრცლად
რა გახდა საფრანგეთში 25 წლის ქართველის მკვლელობის მიზეზი - ალექს გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 25 წლის ალექს გოგუას სასიკვდილო ჭრილობები უცხო ქვეყნის მოქალაქემ 7 იანვარს მიაყენა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება გახდა. მოკლულის ახლობელი აცხადებს, რომ შელაპარაკება ტელეფონის წართმევას მოჰყვა, მანამდე კი ეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გარდაცვლილის ოჯახი ჩხოროწყუში ცხოვრობს, ცხედარი სამშობლოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ.

დღის ამბები