19 იანვარი 2022,   01:50
ვრცლად
"ომიკრონით" დაავადებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება - ექიმები ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას პროგნოზირებენ

ომიკრონით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოსთან ერთად ყოველდღიურად მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოშიც.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში დაინფიცირებულთა 80%-ით უკვე ახალი მუტირებული შტამი იქნება. ექიმები ჯანდაცვის სექტორის პირველადი რგოლის გადატვირთვას პროგნოზირებენ და სიტუაციიდან გამოსავალს ვაქცინაციის გააქტიურებასა და რეკომენდაციების მაქსიმალურ დაცვაში ხედავენ.

პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალ პროტოკოლზე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელის - საუბარია იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირებაზე.

"ომიკრონმა უკვე ჩაანაცვლა არსებული შტამის გავრცელების 1/3. სწრაფ გავრცელებასა და შედარებით მსუბუქ ფორმებს სამწუხაროდ თან ხშირად დევს საწოლების გადატვირთვა," - აცხადებს საზოგადოების ჯანდაცვის დოქტორი ოთარ ჩოკოშვილი.

"ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი მაია კაშია ამბობს, რომ მოსალოდნელია ლეტალობის შემთხვევების ზრდაც.

"ქვეყანაში გვექნება ძალიან დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები, ეს პირდაპირ ნიშნავს მაღალ ჰოსპიტალიზაციას, მაღალი ჰოსპიტალიზაცია კი მაღალ ლეტალობას,"- განაცხადა მაია კაშიამ.

დღის ამბები