28 მაისი 2022,   13:53
ვრცლად
სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება

საახალწლო არდადეგების შემდეგ სკოლებში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სასწავლებლების უმეტესობაში, სწავლა დღეიდან იწყება. პროცესი დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართება.

რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო მზად არის, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები ამჯერადაც აამოქმედოს. მშობლებს კვლავ შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ სწავლების ფორმასთან დაკავშირებით და გადაწყვიტონ, ბავშვი საკლასო ოთახში დაესწროს გაკვეთილებს, თუ ონლაინფორმატში.

დღესვე, სააღმზრდელო პროცესი განახლება საბავშვო ბაღებშიც.

დღის ამბები