19 მაისი 2022,   00:17
ვრცლად
"რუსეთს მკაფიოდ განუცხადეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება" - დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

შეხვედრები ბრიუსელში - საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს  NATO-ს შტაბ-ბინაში ელოდებიან. დავით ზალკალიანი ალიანსის გენერალურ მდივანსა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდება.

შეხვედრის მთავარ მიზნად NATO-რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე პოზიციების შესაჯერებლად კონსულტაციები სახელდება.

ქვეყნის მთავარი დიპლომატის შეფასებით, არსებულ ვითარებაში ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე სამომავლო გეგმების შესახებ, რა სამომავლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც NATO-ს მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან. დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციისა და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით.

შინაარსი საუბრებისა, რომლებიც მე მქონდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები