18 მაისი 2022,   23:47
ვრცლად
ბათუმში ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის მოწესრიგება მიმდინარეობს

ბათუმში უამინდობისა და ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის მოწესრიგება მიმდინარეობს. იწმინდება როგორს ქვეითთა ბილიკი, ასევე ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხები.

ქალაქის ვიცე-მერი თქმით, სტიქიის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

შტორმის შედეგად ზღვამ ქვიშა და ქვა-ღორღი საფეხმავლო ბილიკზე გამორიყა, დაზიანებულია გასახდელები, საშხაპეები, სკამები და რამდენიმე კაფე-ბარი.

დღის ამბები