18 მაისი 2022,   22:46
ვრცლად
პარლამენტი პრეზიდენტისგან ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სიას ელოდება

პარლამენტი პრეზიდენტის სიის მოლოდინშია - კანონმდებლობის შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს. რის შემდეგაც პარლამენტი დასახელებული კანდიდატების შესახებ მსჯელობას დაიწყებს.

ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე 3 კანდიდატურა განიხილება - მათ შორის არის მოქმედი თავმჯდომარეც.

ოპოზიცია მიმდინარე პროცესს ფორმალურად მიიჩნევს და თვლის, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს.

დღის ამბები