18 მაისი 2022,   23:50
ვრცლად
სანდრო ბაზაძე პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო - პრემიერ-მინისტრი ქართველ სპორტსმენს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სანდრო ბაზაძეს ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

"სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს.

შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!"-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

დღის ამბები