01 ივლისი 2022,   11:09
ვრცლად
სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

როგორც უწყება განმარტავს, სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.

"ფიქსირებული ანაზღაურება 60 %-მდე იზრდება. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება,"-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები