19 მაისი 2022,   18:18
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - დღეს ლექსო ლაშქარავას ეპიზოდი განიხილება

5 ივლისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს განიხილება "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ეპიზოდი. სასამართლოში დაბარებული არიან რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მარიამ ქუმსიაშვილი და ზურაბ მანაგაძე.

"რუსთავი2-ის" იურისტის განცხადებით, 5 ივლისის საქმის დაზარალებულები მარიამ ქუმსიაშვილი და ზურაბ მანაგაძე უშუალოდ არ არიან ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის მონაწილეები, თუმცა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ისინი ისაუბრებენ ზოგად სიტუაციასა და მათზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე.

დღის ამბები