16 მაისი 2022,   08:55
ვრცლად
როგორ განისაზღვრა იზოლაციისა და კარანტინის ვადები - ჯანდაცვის სისტემა მე-6 ტალღის პიკისთვის ემზადება

"ომიკრონი" თბილისში თითქმის უკვე დომინანტი შტამია. ინფიცირებულების ზრდასთან ერთად, იზრდება სამედიცინო სექტორის გადატვირთვის რისკებიც. პირველ რიგში ამბულატორიული მიმართულებით. ეპიდემიოლოგიურ სტაბილურობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი, საზოგადოებაზე მოდის.

არსებული სტატისტიკით, 3 ინფიცირებულიდან ერთის შემთხვევაში, "ომიკრონი" უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ახალი შტამის ამ კლინიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, საქართველომ უკვე არსებული მსოფლიო პროტოკოლი გაიზიარა, იზოლაციის და კარანტინის ვადებს გადახედა და შეამცირა. თუ ვირუსი მკვეთრად გამოხატული არ არის, ინფიცირებული იზოლაციაში მხოლოდ 8 დღე დარჩება.

ქვეყნისთვის ერთგვარი ეპიდემიოლოგიური ტესტი, სასწავლო პროცესის განახლებაა. იზრდება მობილობა და ვირუსი გავრცელების რისკებიც იმატებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთი ჯაჭვის ორივე რგოლი - ვაქცინირებული პედაგოგი და მშობელი, სასწავლო პროცესს მინიმალური გართულებებით უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამბობს, რომ სისტემა ყველა გამოწვევისთვის მზად არის.

სპეციალისტები აანონსებენ, რომ ახალი შტამი სტატისტიკურ ახალ რეკორდს მოკლე პერიოდში დაამყარებს და ინფიცირების აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს გადააჭარბებს.

დღის ამბები