16 მაისი 2022,   10:08
ვრცლად
950 ლარი ერთი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ და ძალით წართმეული ნაღდი ფული - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ კლუბში

950 ლარი ერთი ბოთლი ლუდის სანაცვლოდ - პოლიციამ  თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 42 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც გერმანელ ტურისტს დიდი ოდენობის თანხა გადაახდევინა. პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა.

საქმეს ჯერჯერობით ერთი ბრალდებული ყავს. პროკურორმა დღეს მის სასამართლო პროცესზე დეტალურად აღწერა დანაშაული, რასაც მიმტანს ტურისტის ჩვენების საფუძველზე ედავებიან. აქვე განმარტა, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა პასუხისგებაში სხვა პირებიც მიეცნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ტურისტს, საბანკო ბარათი და ნაღდი ფული, 50 ლარი იძულებით წაართვეს. ტურისტმა პოლიციას მიმართა და კლუბი მეორე დღესვე დალუქეს. მისი მეპატრონე მომხდარზე საუბარს თავს არიდებს.

ვიდრე აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდნენ, დღეს მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ თვლის. ამასთან განმარტა, რომ გერმანელ ტურისტს არათუ ზედმეტი გადაახდევინეს, არამედ ფასდაკლება გაუკეთეს.

თავის მართლების მცდელობის და გირაოს შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლემ თურქეთის მოქალაქე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე ეროლ ჩაქირის უდანაშაულობას დაამტკიცებენ, მათ შორის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც საქმეშია.

"სამყარო შენია" - ამ კლუბის ისტორიაში ეს პირველი საქმე არ არის, სადაც სტუმრებისთვის არარეალურად მაღალი თანხის იძულებით გადახდაზეა საუბარი. 2 წლის წინ დუბაიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს 2 ლუდში 3 500 ლარი გადაახდევინეს.

დღის ამბები