16 მაისი 2022,   08:19
ვრცლად
150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას მთავრობა ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუფსიდირებს

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს.

სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დაახლოებით, მილიონ ადამიანს დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. აღნიშნული პროგრამა პანდემიის დაწყების დღიდან იყო და ის ორი წელი გრძელდებოდა. პროგრამა იანვარში შეწყდა და ახლა მისი ისევ გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.  

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუფსიდირება შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც მილიონამდე ადამიანის დახმარებას ნიშნავს.

ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის დაფინანსებაზე დამატებითი განმარტებები გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც.

ნათია თურნავა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს პრიორიტეტული სოციალური პრინციპის დაცვა უნდა იყო.

გადაწყვეტილების მიხედვით, ადამიანებს, რომელთაც დაუსუფსიდირდებათ ტარიფის ნაზარდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებითაც.

გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიცია.

მათი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების ამოცანა არა დახმარება, არამდე მათთვის პირობების შექმნა უნდა იყოს.

მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ სუფსიდირების საკითხი მთავრობის სწორ სოციალურ პოლიტიკაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წელი გაგრძელდება.

დღის ამბები