



ქართველი და ებრაელი ერის 26-ს საუკუნოვანი მეგობრობის მორიგი სიმბოლური გამოხატულება - სამების ტაძრის ეზოს წმინდა დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი შეემატა. მისი დადგმის ინიციატორები ფონდი "ქართული გალობა" და საქართველოში ისრაელის საელჩო არიან.
ბიუსტის გახსნის ღონისძიებას ქართული ეკლესიის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.