



როგორ ჩატარდა ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები - ანგარიში საზოგადოებას ცესკოს თავმჯდომარე დღეს ჩააბარებს. ყურადღება გამახვილდება განხორციელებულ რეფორმებსა და სიახლეებზე - მათ შორის ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტზე, მოდიფიცირებული ხმის მიცემის კაბინაზე.
პრეზენტაციაზე გიორგი კალანდარიშვილი ისაუბრებს ცესკოს გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით განხორციელებული კონკრეტულ ქმედებებსა და სამომავლო გეგმებზე.