25 მაისი 2022,   19:36
ვრცლად
60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირები დაჯარიმდებიან - რამდენი ევროს გადახდა მოუწევთ საბერძნეთის მოქალაქეებს 

საბერძნეთი 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირებისთვის ჯარიმებს აწესებს - მათ იანვარში 50 ევეროს, შემდეგ კი ყოველთვიურად 100 ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

პანდემიის მე-5 ტალღა დაიწყო პოლონეთში, სადაც "ომიკრონის" შტამი სწრაფად ვრცელდება. იაპონია ტოკიოსა და სხვა ქალაქებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. ისრაელში კი კოვიდდადებითი პაციენტებისთვის სავალდებულო იზოლაციის პერიოდი7-დან 5 დღემდე მცირდება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა, მსოფლიოში 331 მილიონს გადააჭარბა.

დღის ამბები